„ბაზარი ორბელიანზე“ - თანამედროვე ტიპის სავაჭრო სივრცე
„ბაზარი ორბელიანზე“ - დედაქალაქის ისტორიულ უბანში, მე-19 საუკუნიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, სავაჭრო სივრცეში ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში, აქ კულინარიული სკოლაც ამოქმედდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 18-ტ მილიონ ლარზე მეტია. აქედან 9-ა მილიონის სუბსიდირება, პროგრამა “აწარმოე საქართველოს” დახმარებით მოხდა. განახლებული ისტორიული ბაზარი დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
