დემოკრატიის ვირტუალური სამიტი
სალომე ზურაბიშვილი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვიტ გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ უმწვავეს გამოწვევებზე ისაუბრა და პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი უმაღლესი ფორუმის ინიცირებისთვის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიის წინაშე ომია გამოცხადებული, რომლის დამარცხებას მეტი პოლიტიკური ნება და საერთო კონსენსუსი სჭირდება. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა კიდევ უფრო დაუცველია და ჰიბრიდული საფრთხის პირისპირ მეტად სჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ 30-ი წლის განმავლობაში მრავალი სიძნელე გადალახა და ნატოს სანდო და ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი გახდა. იმავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის აუცილებლობა, რაც კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ ყველაზე საიმედო გზაა. ვირტუალურ სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.
