ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის წესი იცვლება
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის წესი იცვლება. რამდენიმეეტაპიანის ნაცვლად, პროცესი მხოლოდ ორ ნაწილად გაიყოფა. გადაწყვეტილების მიზეზი, ოპოზიციის დამოკიდებულებაა. განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ მათი უმეტესობა დაკისრებულ როლს არ ასრულებს და შედეგად- კანდიდატების შერჩევა მათ გარეშე სრულდება. თუ დრო ოპოზიციის ჩართულობას ვერ და არ უზრუნველყოფს, მაშინ ის აღარ დაიხარჯება- ასეთია რეგლამენტში ცვლილების არგუმენტები. მაგრამ ოპოზიცია ამითაც უკმაყოფილოა.
