ოპოზიციის მიმართვა ევროპელ ლიდერებს - ხელისუფლებასთან ოპონირება ქვეყნის ინტერესის საზიანოდ
ხელისუფლებასთან ოპონირება ქვეყნის ინტერესის საზიანოდ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე- ოპოზიციის ნაწილი ევროპისგან საქართველოს დასჯას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობა, ორივე გირჩი, ლელო, სტრატეგია აღმაშენებლი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე და გრიგოლ ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში წერილს უგზავნიან. ეს რომ ქართველ ხალხს დააზარალებს, ავტორებს გააზრებული აქვთ.
