საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროკურატურამ გიორგი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში დახმარებისთვის, შსს-ის ყოფილ მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ სწორედ გიორგი ლორთქიფანიძემ შეიმუშავა გეგმა , თუ როდის , რა საშუალებით და რა მარშრუტით შემოვიდოდა საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
