ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, შტატებისა და ევროპელი მოკავშირეების სახელით, შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, შტატები და მისი მოკავშირეები მოსკოვს მკაცრი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ.
