საქართველოში კოვიდინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 454 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 334 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 882 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 825 442, გარდაიცვალა 12 631 პაციენტი.
