პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლებთან
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიღებული მაღალი შეფასებაც ადასტურებს.
