სააკაშვილის პროცესი
სააკაშვილის სასამართლო სხდომამ უჩვეულო სიმშვიდით ჩაიარა. ბრალდებულმა პროცესზე მისვლა თავად არ ისურვა, შესაბამისად, შოუ არც დარბაზში შედგა და არც მის გარეთ. საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთაზე. ბრალდება ქვეყანაში არაჟანთან ერთად შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს 3 ოქტომბერს წარედგინა. სააკაშვილის კრიმინალურ ისტორიაში ეს სისხლის სამართლის მე-5 საქმეა. მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს შედგება. მეორე დღეს 7 ნოემბრის ეპიზოდის განხილვაა, 24-ში 9 მილიონის გაფლანგვა განიხილება. საზღვრის უკანონოდ კვეთა, დამტკიცების შემთხვევაში 4-ხ წლიანი პატიმრობით ისჯება. საქმე არსებით ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვინ შეიძლება იყოს ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც, პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილს დაეხმარა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
