მელია-გახარიას პოლიტიკური თანამშრომლობა
გახარიას როლი დაზუსტდა. გადამდგარი პრემიერის გუნდმა ნაციონალების მოკავშირეობა გადაწყვიტა. არაღიარებული ალიანსის ოფიციალური სტარტი საკრებულოებია. „ქართული ოცნებიდან“ წასული ექს-პრემიერის პოლიტიკური მიზნები დასაწყისშივე ეჭვებს იწვევდა. მისი და სააკაშვილის სავარაუდო კავშირის შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა, თუმცა თავად გახარიაც და მისი გუნდიც ამას კატეგორიულად უარყოფდნენ.„საქართველოსთვის“ ლიდერი თვეები არ გამოჩენილა. თანაპარტიელები აანონსებდნენ, რომ ეს საჭირო დროს მოხდებოდა. თავად არა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება სავარაუდოდ უკვე გაცხადდა. პარტიის კანდიდატს ჩხოროწყუს საკრებულოში ნაციონალებმა დაუჭირეს მხარი. სააკაშვილის გუნდთან ერთად ყოფილი თანაპარტიელების წინააღმდეგ, ნიკა მელიას შეთავაზება როგორც ჩანს მიღებულია და საჯარო უარყოფის ფონზე, ალბათ არც ის არის გამორიცხული, თანამშრომლობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდეს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
