ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის ერთი წელი შეაჯამა
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა,2021 წელს სახელმწიფოს მიერ დაიწყო კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის ძვირად ღირებული მოწყობილობების დაფინანსება. შედეგად, მოქალაქეების მხრიდან თანაგადახდის ოდენობა, რომელიც 20 000 ლარზე მეტი იყო, დღეს 700 ლარამდეა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია. პაციენტები საჭირო პრეპარატებს სრული დაფინანსებით იღებენ.
