თეა წულუკიანმა რუსთავში სამუშაო შეხვედრა გამართა
თეა წულუკიანმა რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს რუსთავის თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებსა და თეატრის სამართლებრივ სტატუსზე. საუბარი იყო რუსთავის მერის ინიციატივაზეც, რომლის შედეგადაც თეატრის მომავალი წლის ბიუჯეტი 300 000 ლარით გაიზარდა და დიდწილად ეს ზრდა შეეხო სახელფასო ფონდს.