"მწვანე პასპორტები"
დღეიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ისეთი ობიექტის სტუმრობას, სადაც აუცილებელია კოვიდ-პასპორტის წარდგენა, შეძლებს, თუკი აქვს სტატუსის მიმნიჭებელი ქიუარ კოდი, ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ოფიციალური უწყების მიერ გაცემული ვალიდური ნეგატიური პსრ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ეს იყო გამოწვევა , რომელიც უკვე დაძლეულია. ნათია თურნავას თქმით მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს.