ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა
ნაციონალურ მოძრაობასა და გიორგი გახარიას პარტიას შორის შეთანხმება შედგა ჩხოროწყუს შემთხვევაში. ოპოზიციამ იქ საერთო კანდიდატი პარტია საქართველოდან დაასახელა. თუმცა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი კვირით გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე, თავმჯდომარეობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ", ჯუმბერ იზორია დაასახელა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", პარტია "საქართველოსთვის" და ლელომ ერთობლივი კანდიდატი გახარიას პარტიიდან შოთა წურწუმია. 13 ხმა 12-ის წინააღმდეგ და ერთი ბათილი, ასეთი იყო დღევანდელი კენჭისყრის შედეგები. ჯუმბერ იზორიას ერთი ხმა დააკლდა. ოპოზიციამ კი საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.