"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოებში გახარიას პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დაუჭერს მხარს
ნაციონალური მოძრაობა საკრებულოებში გიორგი გახარიას პარტიის მიერ წარდგენილ თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარს დაუჭერს, ამის შესახებ ნიკა მელიამ განაცხადა, თუმცა მისი თქმით, მხარდაჭერა კონკრეტული პირობით იქნება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე მხარდაჭერის სანაცვლოდ ითხოვს, რომ საკრებულოების საკვანძო პოზიციები ოპოზიციამ დაიკავოს. გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ სისტემურ კოალიციას არც ნაციონალურ მოძრაობასთან განიხილავენ და არც ქართულ ოცნებასთან, თუმცა ამის პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა მათ დისკომფორტს არ უქმნით.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
