ახალი შესაძლებლობა ქართველი მეცნიერებისთვის
ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ კვლევისა და ინოვაციის 95-ტ მილიარდიან კონკურსში ჩაერთონ. ამის შესაძლებლობას, საქართველოსა და ევროკავშირის კვლევის პროგრამის „ჰორიზონ ეუროპის“ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა. დოკუმენტს ხელი ბრიუსელში, განათლების მინისტრმა მოაწერა. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლები ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებენ, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები.
