მძიმე ეპიდვითარება
თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება, გაიზრდება კოვიდით რეინფიცირების რაოდენობაც. ახალი შტამი სწრაფად გადამდებია, თუმცა მძიმედ არ მიმდინარეობს - ამას სპეციალისტები ამბობენ. პარალელურად, გამოწვევად რჩება რესპირაციული ინფექციებიც. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ დეკემბერ-იანვარი, ორწლიანი პანდემიის პირობებში, ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება.
