ბრალდებული სააკაშვილის მორიგი ინიციატივა - გამოხმაურებები
ულტიმატუმი, სპეკულაცია, ახალ-ახალი იდეები - ყველა გზა და მეთოდი- პასუხისმგებლობისთვის თავის ასარიდებლად- სინანულის გარდა. პატიმარმა სააკაშვილმა მორიგი ულტიმატუმი რამდენიმე საათში შეცვალა, მკურნალობას ისევ გააგრძელებს, მაგრამ ეროვნული შერიგების იდეას ამჯერად, ამნისტიის მოთხოვნა დაამატა. უკრაინის მოქალაქეს, როგორც ჩანს, აღარც ამ ქვეყანაში ეჩქარება, დიდ პოლიტიკურ ამბიციებსაც დროებით დაემშვიდობა და ახლა საკუთარ მომავალს, მისივე დაანონსებულ და ამ დრომდე არარსებულ ქალაქ ლაზიკაში ხედავს- განმანათლებლად.საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია - გორიდან ახალმა დავალებამ ეროვნული შერიგების იდეით შეკრებილთა მოთხოვნების ჩამონათვალი გაზარდა. აირია გზავნილებიც. გიგი უგულავამ ეროვნული შერიგება შეთანხმებად აქცია, პოლიტიკური ამნისტია კი სამართლებრივ ჭრილში დაინახა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციების ნაცვლად, გლობალურ პრობლემებზე საუბრობს. რა პერსპექტივა აქვს სააკაშვილის მცდელობებს იმ ფონზე, როდესაც მის სიტყვას ოპოზიციაშიც აღარ აქვს ფასი
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
