„რუსთავი 2-ის“ საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი ორის წილების საქმეზე დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიის სამოც პროცენტს კი ყადაღა მოეხსნა. მოსამართლის განმარტებით საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქიბარ ხალვაში რუსთავი ორის კეთილსინდისიერი მფლობელია. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
