ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ყველა პროექტი რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება იქნება ურბანულად გამართული და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული.
