ისტორიის სახელმძღვანელო
3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედებისათვის. სამება, დენდროლოგიური პარკი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეკლესია-მონასტრების, სასწავლებლების, მუზეუმების, თეატრების, სკოლების, სპორტული მოედნების, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პატრულის სრული ეკიპირება, ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასები, ასევე 14 სპორტული ფედერაციისა და 6 სპორტული კლუბის რეაბილიტაცია. ეს იმ მასშტაბური პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ივანიშვილის სახელს უკავშირდება. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ოპოზიციის მხრიდან ხმაური მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანამ.
