კონგრესმენ ბეიკონის გამოხმაურება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა კონგრსმენი დონ ბეიკონიც. „ შევხვდი საქართველოს წარმომადგენლებს, რათა გვემსჯელა რუსეთისგან სუვერენული სახელმწიფოების დაცვის სტრატეგიაზე. სანქციები საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევაიარაღოთ ჩვენი პარტნიორები, ვიდრე გვიან არ არის“ - ნათქვამია კონგრესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
