საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 226ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 875 806 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 817 963, გარდაიცვალა 12 519 პაციენტი.
