მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
მარო მაყაშვილი, როგორც ძლიერი ქალის სიმბოლო - პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი გაიხსნა. ცერემონიაში პარლამენტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი და შვედეთის ელჩი მონაწილეობდნენ. ქალთა პრობლემებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დღეს პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს, მათ შორის ქალების ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციაზე.
