რთული ეპიდვითარება - ვაქცინაცია
საქართველოში ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5-თ თვემდე შემცირდა. მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს იგივე ან სხვა ვაქცინით აიცრას. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. გარკვეული ცვლილებებია მოზარდების მეორედ იმუნიზაციის ინტერვალშიც. პარალელურად, ისევე, როგორც მსოფლიო, ჩვენი ქვეყანაც „ომიკრონის“ გავრცელების რისკის წინაშეა. კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რეინფიცირების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ზამთრის სეზონთან ერთად, გამოწვევაა ეგრეთ წოდებული ტვინდემიაც.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
