ჟენევის მოლაპარაკებები
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ორი ჯგუფი 55-ე რაუნდს პარალელურ რეჟიმში დილიდან დაიწყებს. პირველი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, მეორე ჯგუფი კი ლტოლვილთა დაბრუნებას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზე საქართველოს მეგობრები და პარტნიორები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ და მოსკოვს იმ ხელშეკრულბების შესრულებისკენ მოუწოდებენ, რისი ვალდებულებაც 2008-ა წელს აიღო.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
