"ლელოს" უარი სააკაშვილს
მიზანი საშუალებას ამართლებს- ეს კარგად ერგება სააკაშვილის ქცევას. როდესაც ამოცანა ციხიდან თავის დაღწევაა, ლექსიკა და შეფასებები ასე იცვლება: „ამ კაცმა ვერ ისწავლა ვერაფერი ცხოვრებაში. ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე,“- ასე ფიქრობდა სააკაშვილი ხაზარაძის შესახებ 2018 წელს, უფრო გვიან კი მის პარტიულ პრეზენტაციას კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება უწოდა, დღეს ყოფილ ბანკირს სოლიდარობას უცხადებს და თანამშრომლობას სთავაზობს. ნაციონალური მოძრაობის დე ფაქტო ლიდერის რევერენასი უპასუხოდ დარჩა. ლელო ფსონს დე იურე თავმჯდომარეზე დებს. პოლიტიკურ ველზე ყოფილი პრეზიდენტი უკვე წარსულია, მომავალს პარტნიორები ნიკა მელიაში უფრო ხედავენ, როგორ გართმევს თავს პარტია ორ ლიდერს შორის ბრძოლას და ვინ იქნება გამარჯვებული.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
