ოპოზიციის ნაწილი ისტორიული ფაქტების წინააღმდეგ
3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედებისათვის. სამება, დენდროლოგიური პარკი, ქუთაისის უნივერსიტეტი. ეკლესია-მონასტრების, სასწავლებლების, მუზეუმების, თეატრების, სკოლების, სპორტული მოედნების, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პატრულის სრული ეკიპირება, ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასების, ასევე 14 სპორტული ფედერაციისა და 6 სპორტული კლუბის რეაბილიტაცია- ეს იმ მასშტაბური პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ფაქტების საპირისპიროდ, ოპოზიცია ცდილობს, ივანიშვილის ქველმოქმედად მოხსენიება პროპაგანდად წარმოაჩინოს. პროპაგანდა, თანაც კლასიკური რუსული აქცენტით- კრიტიკოსების ქმედებაში „ქართულმა ოცნებამ“ ამოიკითხა. რატომ უნდა უგულებელყოს ისტორიამ უახლესი წარსულის ეს ნაწილი და პირიქით, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინოს- წინა ხელისუფლების მმართველობა- ეს არის პოლიტიკური აქცენტი და არა მეცხრე კლასის სახელმძღვანელოს ერთი კონკრეტული ქვეთავი
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
