ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება
პროექტი პრემიერ მინისტრის ინიციატივის, "განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარეობს. რამდენიმე შენობის ფასადის განახლება წლის ბოლომდე დასრულდება, 2022 წელს კი, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე დანარჩენი შენობების ფასადებიც აღდგება.
