გაურკეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი დაილუქა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის ექვს ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია შეამოწმეს. შემოწმებული ათი ობიექტიდან, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ექვს ბიზნესოპერატორს. ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა.
