პარლამენტში მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნა
დარბაზი პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად გახსნა. მათი განცხადებით, ქალების გაძლიერების მიმართულებით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორისაა საკანონმდებლო ინიციატივები და დღევანდელი ღონისძიებაც ამ მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა.
