ჟენევის მოლაპარაკებები
შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრები გაიმართება. ქართული დელეგაცია თანათავმჯდომარეებს და ამერიკელ პარტნიორებს შეხვდება, განიხილება ხვალიდელი დღის წესრიგი. ქართული მხარე ყურადრებას გაამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების შეუსრულებლობაზე.
