კოვიდინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 509 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 042 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 871 580 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 813 872, გარდაიცვალა 12 466 პაციენტი.
