რეგულაციები მოპედის მფლობელებისთვის
მსუბუქი მოპედებისა და კვადროციკლების მფლობელებს, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირება ნებაყოფლობით, დღეიდან შეუძლიათ. 2022 წლიდან კი, ყველა სახის მოტოტექნიკის მფლობელი ვალდებული იქნება შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა აიღოს და ტრანსპორტიც სახელმწიფო აღრიცხვას დაუქვემდებაროს. შესაბამისი ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში 6 დეკემბრიდან ძალაშია
