ჟენევის მოლაპარაკებები - რუსეთის არაკონსტრუქციული როლი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების შეუსრულებლობაზე იქნება საუბარი ამ კვირაში ჟენევაში. მხარეები შვეიცარიაში 55-ე რაუნდზე იკრიბებიან. კვლავ ძალაშია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი, ასევე იძულებით გადადგილებული ადამიანების ღირსებული დაბრუნება საკუთარ სახლებში
