ეგრეთ წოდებული ფულის გათეთრების საქმე დასკვნით ეტაპზეა - პროცესზე ბრალდებულები იკითხებიან
დღეს საქმის მთავარი ფიგურანტი ჩვენებას თითქმის 6 საათის განმავლობაში აძლევდა. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ხაზარაძემ ავთანდილ წერეთელთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, 17 მილიონი ლარის ჯგუფურად გათეთრება უარყო და თანხის წარმომავლობასა და მიზნობრიობაზე ისაუბრა. პროკურორებისთვის ხაზარაძის ჩვენება, ბრალდებას კიდევ ერთხელ ადასტურებს და გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში არიან. ვრცელი ჩვენების დროს, პარტია „ლელოს“ ლიდერმა 2005-ი წლის პერიოდიც გაიხსენა და სააკაშვილის რეჟიმისას, მის მიმართ შეკერილ საქმეებზე ისაუბრა. გაიხსენა ისიც, რა არაადამიანურ პირობებში კითხავდნენ და აშანტაჟებდნენ გამომძიებლები. მიუხედავად ამისა თქვა, რომ ნაცმოძრაობასთან პარტნიორობა უხერხულობას არ უქმნის, რადგან მხოლოდ ახალგაზრდა თაობასთან თანამშრომლობს, მათ შორისაა ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე
