2022 წლიდან პენსიები და ხელფასები იზრდება
ჯარი, პოლიცია, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურები, სოფლის ექთნები, სასწრაფოს თანამშრომლები, საჯარო სექტორში დასაქმებულები - ყველა მათგანის ანაზღაურება იზრდება. იანვრიდან მოიმატებს პენსიაც. მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა და ეკონომიკის განვითარება- მთავრობის მიერ მოძიებული ფინანსური რესურსი, ამ ორ მიმართულებას მომხმარდება. 2022 წლის ბიუჯეტის თანახმად - იზრდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა, ომის ვეტერანთა დახმარებები. ჯანდაცვის, ბავშვთა ზრუნვის პროგრამები. კოვიდ 19-ის მართვისთვის 500 მილიონია გამოყოფილი. დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის, 114 მლნ-ზე მეტი. გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის გაზიფიცირება, მეწარმეობის განვითარება
