„ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეშვიდე ეპიზოდისთვის ემზადება
ორშაბათი „იმედზე“ ტრადიციულად მეგაშოუს დღეა. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეშვიდე ეპიზოდისთვის ემზადება. დღეს ჩვენს მაყურებელს გამორჩეულად საყვარელი, „ქართული ტური“ ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს შემოგვთავაზებენ, რაშიც პროექტს, როგორც ყოველთვის, გვერდით უდგას ქართული ნაციონალური ბალეტი, „სუხიშვილები“.
