"მწვანე პასპორტი" და ღამის კლუბების საქმიანობა
როდის და რა რეგულაციით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა? ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში, კლუბების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელეს. წინასწარ ცნობილია, რომ სტუმრებისთვის გარდა კოვიდ პასპორტისა, დამატებითი პრევენციული ზომები გატარდება, რაც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის განისაზღვრება კონკრეტულ ღონისძიებაზე, დამსწრე ადამიანთა რაოდენობა.