მართვის უფლების ახალი კატეგორია
დღეიდან მოპედებისა და მსუბუქ კვადროციკლების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 6 დეკემბრიდან დადგინდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი „ ა ემ ” კატეგორია, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს; აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი განისაზღვრა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად.
