სახელმწიფო ბიუჯეტი - 2022 წლიდან პენსიები და ხელფასები იზრდება
2022 წელს ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პარამეტრებზე პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები.
