შრომის ინსპექციის განცხადება
კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია განცხადებას ავრცელებს. „ მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს “მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება. „ ვკითხულობთ განცხადებაში , ამასთან შრომის ინსპექცია მოუწოდებს ბიზნეს ობიექტებს არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი.