ბათუმის საკრებულოს სხდომა
საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები ვერ აირჩიეს დღეს ბათუმში. ახლადარჩეულმა საკრებულომ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო, თუმცა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, შესაბამისად სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
