სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე
პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე დააკავა. ხმაური და დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოჩა შარაშენიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააპროტესტა. სხდომის ჩაშლის მცდელობის გამო ის დარბაზიდან გააძევეს.
