ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს
იმერეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა. ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღებულია 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.
