კომფორტი ბიუჯეტის ხარჯზე
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სააკაშვილი თავად კორუფციაში ჩაფლული - ასეთია ბრალდება. ბოტოქსი, გასახდომი თუ კოსმეტიკური პროცედურები, პირადი სტილისტი, მზარეული, შოპინგი საზღვარგარეთ, ოჯახის წევრთა საჭიროებები - ყოფილი პრეზიდენტი ამ ყველაფრისთვის სოლიდურ თანხებს მოქალაქეების ჯიბიდან იხდიდა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ელიტური სამოხელეო დანაშაულისა, რომელშიც სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო ჩაფლული. სახელმწიფო ხაზინის 9-ა მილიონ ლარზე მეტის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეზე, სასამართლო პროცესი მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა სააკაშვილმა ისევ პოლიტიკურ ტრიბუნად და პოპულისტური განცხადებებისთვის გამოიყენა. როგორც, წინა სასამართლო პროცესზე, დღესაც განსასჯელისგან მოვისმინეთ ქვეყნის „ალტერნატიული ისტორია“, მტკიცება საკუთარ უდანაშაულობაზე და დავალება ციხიდან გათავისუფლების შესახებ. ის არცერთ ბრალდებას არ აღიარებს.სააკაშვილმა საკუთარი ლექსიკონიდან სიტყვა ბოდიში ამოიღო. თავს აღმაშენებელს უწოდებს, თუმცა საზოგადოებას მისდამი სიბრალულს სთავაზობს. პროკურატურას კი მიანიშნებს, რომ საბრალდებო სკამზე, მასთან ერთად, სანდრა რულოვსიც უნდა იჯდეს. იყო პირდაპირი აღიარებაც - სააკაშვილი არ უარყოფს, რომ შვილის სწავლა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე დააფინანსა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
