კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა ეროვნული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, ასევე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 2017 წლის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ბავშვობაში გამოუცდია, თუმცა შეტყობინებების მაჩვენებელი კვლავაც დაბალია.
