საქართველო UNWTO-ს აღმასრულეელ საბჭოში
საქართველოს, დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღამასრულებელი საბჭოს წევრად დაამტკიცებენ. ქვეყანა ამ პოზიციაზე ისტორიაში პირველად არის არჩეული. არჩევნები ზაფხულში საბერძნეთში გაიმართა და საქართველო ევროპის კიდევ ოთხ ქვეყანასთან ერთად აირჩიეს. საქართველოს საბჭოს წევრად ოფიციალურად დამტკიცება მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ხდება.
