სააკაშვილის საქმე - პოლიტიკური შეფასებები
ნაციონალური მოძრაობა ჩვევას არ ღალატობს და ცდილობს ეწ „პიჯაკების საქმედ“ მონათლოს დანაშაული, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონის გაფლანგვაზეა საუბარი და სადაც სააკაშვილი პირად კეთილდღეობას, მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით იქმნიდა - ასეთია ქართული ოცნების შეფასება, დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით. მართველი გუნდის წევრები პარალელს ავლებენ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან და აცხადებენ, რომ როდესაც ადამიანები ციხეში წვრილმანი ხულიგნობის გამო ხვდებოდნენ, რატომ უნდა ეპატიოს სააკაშვილს დანაშაული, რომელიც ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფინანსების მითვისებას ეხება. ოპოიზიცია კი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არ არსებობაზე საუბრობს და მას, უნდობლობას უცხადებს.
