სინოფარმითა და სინოვაკით აცრილ მოქალაქეს, მესამე დოზის მიღება სრულად აცრიდან, სამი თვის შემდეგ შეეძლება
ბუსტერ დოზის ვადებზე დასკვნას ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი დღეს წარადგენს. სინოფარმითა და სინოვაკით აცრილ მოქალაქეს, მესამე დოზის მიღება სრულად აცრიდან, სამი თვის შემდეგ შეეძლება. ხოლო, მათთვის, ვინც ფაიზერით ან ასტრაზენეკათია აცრილი, მესამე დოზის გაკეთება, ხუთი თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
